Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის მოქმედებას გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები გამოეხმაურნენ


გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა დაგმეს ისრაელის თავდასხმა პალესტინელების დასახმარებლად ჰუმანიტარული მისიით მიმავალ ფლოტილიაზე და ღაზის სექტორის ბლოკადის დასრულებისკენ მოუწოდეს ისრაელს. გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ოფიციალური გადაწყვეტილების შესაძლო მიღებამდე, საბჭოს 15-მა წევრმა კომენტარები გაავრცელეს. თითქმის ყველა მათგანმა დაგმო ისრაელის მოქმედება, რასაც მინიმუმ 9 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ბრიტანეთის ელჩმა მარკ ლაიალ გრანტმა საგანგებო სხდომამდე განაცხადა, რომ ისრაელის მიერ ღაზაში შეღწევაზე დაწესებული შეზღუდვები უნდა მოიხსნას. საფრანგეთი, რუსეთი და ჩინეთი ბლოკადის მოხსნისა და დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას უჭერენ მხარს. ჩინეთმა დაგმო ისრაელის თავდასხმა ფლოტილიაზე და გაეროს უშიშროების საბჭოს ”სწრაფი რეაქციისკენ” მოუწოდა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმეტ დავუთოღლუმ განაცხადა, რომ ”ისრაელის მოქმედება საერთაშორისო სამართლის მძიმე დარღვევაა”. აშშ-ს კონკრეტულად ბლოკადის დასრულება არ მოუთხოვია, მაგრამ მიანიშნა, რომ ის უნდა შემსუბუქდეს მაინც.
XS
SM
MD
LG