Accessibility links

logo-print

სეული ჩრდილოეთი კორეის საკითხის გაეროს უშიშროების საბჭომდე მიტანას ცდილობს


სამხრეთი კორეა აძლიერებს მცდელობას ჩრდილოეთი კორეისთვის გაეროს უშიშროების საბჭოზე პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით. სეულში ჩავიდნენ საზღვაოსნო საქმის რუსი ექსპერტები, რომ გადახედონ საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის მიერ მოკვლეულ მასალას, რომლის მიხედვითაც გასულ თვეში ჩრდილოეთი კორეის წყალქვეშა გემიდან ტორპედო ესროლეს სამხრეთი კორეის გემს. 46 ადამიანი დაიღუპა გემის ჩაძირვის შედეგად. სეულს სჭირდება გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლების მქონე იმ ქვეყნების მხარდაჭერა, რომლებიც ტრადიციულად ჩრდილოეთ კორეას უჭერენ მხარს. რუსეთი აცხადებს, რომ ჩრდილოეთი კორეის ბრალეულობის ასპროცენტიანი მტკიცებულებაა საჭირო.
XS
SM
MD
LG