Accessibility links

სოზარ სუბარმა „ალიანსი საქართველოსთვის“ დატოვა


„ალიანსი საქართველოსთვის“ თანათავმჯდომარემ, ყოფილმა სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ „ალიანსის“ რიგები დატოვა. ამასთან, მან „ალიანსი“ გააკრიტიკა იმის გამო, რომ ხელიდან იქნა გაშვებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შანსი. მედიასაშუალებებთან საუბარში, სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ ალიანსიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ერთი თვის წინ მიიღო, როცა უარი თქვა არჩევნებში საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატად მონაწილეობაზე, თუმცა, საჯარო განცხადება მას დღემდე არ გაუკეთებია, რათა ზიანი არ მიეყენებინა „ალიანსის“ სააჩრევნო პროცესისთვის. სოზარ სუბარის შეფასებით, „ალიანსს“ გამარჯვების დიდი შანსი ჰქონდა, მაგრამ ის ვერ გამოიყენა.
XS
SM
MD
LG