Accessibility links

logo-print

გარდაიცვალა რუსი პოეტი, ანდრეი ვოზნესენსკი


რუსეთის საინფორმაციო საშუალებების ცნობით, 77 წლის ასაკში გარდაიცვალა ანდრეი ვოზნესენსკი, საბჭოთა ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოეტი. ვოზნესენსკის ე.წ. „სამოციანელებს“ მიაკუთვნებდნენ - ხელოვანთა და მოაზროვნეთა თაობას, რომელმაც სტალინის გარდაცვალების შემდგომი, შედარებით თავისუფალი ინტელექტუალური გარემოთი ისარგებლა. მისი ინოვაციური სტილი მოწონებით სარგებლობდა მკითხველებში, მაგრამ ხშირად გაღიზიანებას და კრიტიკას იწვევდა ხელისუფლებაში, ისევე როგორც საბჭოთა რეჟიმის ერთგულ მწერლებში. საბჭოთა ლიდერი ნიკიტა ხრუჩშოვი ერთხელ მისი ქვეყნიდან გაძევებით დაიმუქრა. 80-იანი წლების ბოლოდან, ე.წ. „გლასნოსტის“ პერიოდში ვოზნესენსკის პოპულარობამ იკლო.
XS
SM
MD
LG