Accessibility links

logo-print

აშშ-ის ვარაუდით, მოკლულია ოსამა ბინ ლადენის მაღალი რანგის მრჩეველი


შეერთებული შტატების ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ისინი ვარაუდობენ, რომ პაკისტანში, ავღანეთთან საზღვრის მახლობლად ალ-ყაიდის მაღალი რანგის წარმომადგენელი მოკლეს. ამერიკული მედიის ცნობით, შეერთებული შტატების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სავარაუდოდ, მაისში აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავის სარაკეტო იერიშის შედეგად მოკლეს მუსტაფა აბუ ალ-იაზიდი - რანგით მესამე პირი ალ-ყაიდის სარდლობაში, ოსამა ბინ ლადენის ერთ-ერთი მთავარი მრჩეველი. ისლამისტური ვებსაიტების მონიტორინგით დაკავებული ორგანიზაციის ცნობით, იაზიდის დაღუპვის ამბავი ალ-ყაიდამ შეატყობინა ჯიჰადისტების ფორუმებს. ამ წყაროს ცნობით, ალ-ყაიდის ცნობაში ნათქვამია, რომ იმავე ინციდენტის დროს დაიღუპნენ იაზიდის ცოლი, სამი ქალიშვილი, ერთი შვილიშვილი და რამდენიმე სხვა პირი.
XS
SM
MD
LG