Accessibility links

logo-print

ერდოანი ისრაელს „სისხლიანი ხოცვა-ჟლეტის“ მოწყობაში ადანაშაულებს


თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტეიპ ერდოანმა ისრაელი „სისხლიანი ხოცა-ჟლეტის“ მოწყობაში დაადანაშაულა ორშაბათის ინციდენტის გამო, როცა ღაზის სექტორისაკენ ჰუმანიტარული ტვირთით მიმავალ, თურქეთის კუთვნილ გემზე თავდასხმისას, ისრაელის ჯარისკაცებმა პალესტინელების მომხრე ცხრა ადამიანი დახოცეს. ერდოანმა დღეს კაბინეტის საგანგებო სხდომაზე მკაცრად დაგმო ისრაელის იერიში ჰუმანიტარული დახმარების ფლოტილიაზე. დღესვე, მოგვიანებით, ერდოანი თურქ პარლამენტარებსაც მიმართავს. იუწყებიან ასევე, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო საგანგებო შეკრებას მართავს ღაზის სექტორისაკენ მიმავალ ფლოტილიაზე ისრაელის იერიშის გარემოებების დასადგენად, საერთაშორისო გამოძიების ჩატარებაზე მოსალაპარაკებლად. მანამდე გაეროს უშიშროების საბჭომ დაგმო ისრაელის რეიდი და „მიუკერძოებელი“ და „გამჭირვალე გამოძიების“ ჩატარების მოწოდებით გამოვიდა.
XS
SM
MD
LG