Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთში უფლებადამცველებისა და ჟურნალისტების მდგომარეობით


ევროკავშირის პრეზიდენტმა ჰერმან ვან რუმპემ დღეს რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევთან სამიტზე განაცხადა, რომ ევროკავშირში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ვითარება, რომელშიც რუსეთში არიან უფლებადამცველები და ჟურნალისტები. როგორც ვან რუმპემ დონის როსტოვში მედვედევთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, მან შეშფოთება გამოთქვა ასევე „განუკითხაობის კლიმატის“ გამო, რომელიც ჩეჩნეთში და ჩრდილოეთ კავკასიის სხვა რეგიონებში სუფევს. სამიტის დღის წესრიგის მთავარი თემებია რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმება და რუსეთის ეკონომიკის მოდერნიზება.
სამიტის ფონია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ფინანსური პრობლემები და მათ მოსაგვარებლად მიმართული ზომები.
XS
SM
MD
LG