Accessibility links

ისრაელში შეტაკების დროს ღაზიდან შეჭრილი ორი ექსტრემისტი მოკლეს


ისრაელის სამხედრო წარმომადგენლების განცხადებით, დღეს ღაზიდან ისრაელის საზღვარი გადაკვეთეს ექსტრემისტებმა, რასაც ისრაელის ჯარისკაცებთან ურთიერთსროლა მოჰყვა. ისრაელის ცნობით, მოკლეს ორი ექსტრემისტი. ინციდენტის ფონია დაძაბულობის გამწვავება ღაზის სექტორისაკენ მიმავალ ფლოტილიაზე ისრაელის თავდასხმის გამო. ისრაელის პოლიციის ცნობით, ღაზიდან ექსტრემისტების შეჭრის შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით, გზებზე ბლოგ-პოსტები აღმართეს.
XS
SM
MD
LG