Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის პარლამენტში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს „მკვლელი“ უწოდეს


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, მანუჩერ მოთაქის მკვლელი უწოდა ევროპის პარლამენტის ერთმა დეპუტატმაიმ დროს, სანამ ის დარბაზში შევიდოდა. ბრიტანელმა კონსერვატორმა დეპუტატმა, სტრაიან სტივენსონმა, რომელსაც ხელში ირანის შარშანდელი ივნისის სადავო არჩენების შემდგომი დემონსტრაციების დროს მოკლული, ნედა აღა სოლთანის სურათი ეჭირა, თქვა, რომ მოთაქი მკვლელია. სხვა დეპუტატები, იტალიიდან, ესპანეთიდან და ესტონეთიდან შეუერთდნენ სტივენსონს და პროტესტი გამოთქვეს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში დახურულ კარს მიღმა მოსმენაზე მოთაქის დასწრების მიმართ. მოთაქიმ შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ მას გულწრფელი და გარკვეულად, მეგობრული დისკუსია ჰქონდა დეპუტატებთან. გერმანელმა ლიბერალმა, ალექსანდერ გრაფ ლამსდორფმა განაცხადა, რომ მოთაქი უხეში იყო, თავდასხმაზე გადავიდა და თქვა, რომ ევროპის კავშირს არ გააჩნია საგარეო პოლიტიკა.
XS
SM
MD
LG