Accessibility links

logo-print

მექსიკის ყურეში ნავთობის ჩაღვრის გამო აშშ-ის პროკურატურამ საქმე აღძრა


აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, ერიკ ჰოლდერმა განაცხადა, რომ მისი უწყება სისხლის სამართლის საქმეს აღძრავს მექსიკის ყურეში „ბრიტიშ პეტროლიუმის“ ჭაბურღილზე დიდი რაოდენობის ნავთობის დაღვრის გამო. ჰოლდერის თქმით, გამოძიებაში ჩაერთვებიან სხვა ფედერალური უწყებები, მათ შორის გამოძიების ფედერალური სააგენტო. კანონის დარღვევის დადგენის შემთხვევაში, ჩვენი რეაქცია გადაჭრითი იქნებაო, თქვა ჰოლდერმა.
მექსიკის ყურეში ნავთობის ჩაღვრის შეჩერება ერთ თვეზე მეტია ვერ მოხერხდა.
XS
SM
MD
LG