Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა ბაინდურაშვილი: საგადასახადო კოდექსი 98%-ით იცვლება


ფინანსთა სამინისტროში ახალ საგადასახადო კოდექსზე მუშაობენ. დოკუმენტი იურიდიულ სახეს საჯარო განხილვებისა და კონსულტაციების დასრულების შემდეგ მიიღებს. კოდექსში ცვლილებები ეხება გადამხდელთა უფლებების დაცვას.
"საგადასახადო კოდექსი 98%-ით იცვლება, მნიშვნელოვანი ცვლილებები ეხება მცირე ბიზნესს. მათ ვთავაზობთ დაბეგვრის სამ განსხვავებულ რეჟიმს. სიახლეა ისიც, რომ ყოველთვიური დეკლარირების ნაცვლად, შემოგვაქვს ყოველკვარტალური დეკლარირების ვალდებულება, რაც მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება ბიზნესისთვის. ერთიანდება საგადასახადო და საბაჟო ბარათები, რაც იმპორტიორებისთვის მოსახერხებელია. მიღებულია გადაწყვეტილება ადმინისტრიტების კუთხით წნეხის შემცირების თაობაზე. ცვლილებები აკანონებს საგადასახადო ომბუდსმენის ინსტიტუტს და სხვა”, - განმარტავს ფინანსთა მინისტი კახა ბაინდურაშვილი.
XS
SM
MD
LG