Accessibility links

logo-print

ავღანეთში ექტრემისტებმა „სამშვიდობო ჯირგაზე“ თავდასხმა სცადეს


ქაბულში „სამშვიდობო ჯირგის“, ანუ მშვიდობისა და რეინტეგრაციის საკითხებისადმი მიძღვნილი ეროვნული ყრილობის დროს, თავდასხმის მოწყობა სცადეს მეამბოხეებმა, მათ შორის, სულ ცოტა, ერთმა თვითმკვლელმა მოიერიშემ. მათ გარეთ დაუპირისპირდნენ უშიშროების ძალები. ნატოს პრეს-მდივნის განცხადებით, რამდენიმე მეამბოხე დახოცეს დიდი კარვის მახლობლად, რომელშიც ავღანური თავყრილობის - ჯირგის - 1600 დელეგატია შეკრებილი. ავღანეთის პოლიციის ცნობით, მოკლეს ორი მოიერიშე, დააკავეს ერთი. ამავე წყაროს ცნობით, ბურკებით შემოსილი რამდენიმე ექსტრემისტი ჯირგის კარვის მახლობლად მდებარე შენობაში შევიდა და, სულ ცოტა, ერთი ფრთოსანი რაკეტა ისროლა. რაკეტა კარავთან ახლოს, ცარიელ ადგილას აფეთქდა. იერიშზე პასუხისმგებლობა იკისრა თალიბანმა, რომელიც ადრე დაიმუქრა, რომ მოკლავდა ყველას, ვინც ჯირგაში მონაწილეობას მიღებდა. „სამშვიდობო ჯირგა“ სამი დღე გაგრძელდება. ის მოიწვიეს ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის „მშვიდობისა და რეინტეგრაციის პროგრამის“ განსახილველად. ყრილობის მონაწილეობის უსაფრთხოებაზე 12 000-მდე პოლიციელი და ჯარისკაცი ზრუნავს.
XS
SM
MD
LG