Accessibility links

logo-print

ლიტვამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო


საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ლიტვის სეიმის რეზოლუციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
ვაშაძის განცხადებით, ევროპის პარლამენტი და ევროპარლამენტარები თავიანთ რეზოლუციებში ადასტურებენ, რომ საქართველოს ორი რეგიონი - აფხაზეთი და ცხინვალი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ლიტვა არის პირველი ევროპული ქვეყანა, სადაც ეს რეზოლუცია იქნა მიღებული. "ყველაფერი სამართლებრივი შეფასებით იწყება, რასაც რუსეთი ე.წ. დამოუკიდებელ ქვეყნებს ეძახის. ეს ტერიტორიები საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში ოკუპირებულია", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. ლიტვის სეიმმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. ლიტვის პარლამენტს მიაჩნია, რომ კონფლიქტის ზონებში მშვიდობისა და უსაფრთხოების დასამყარებლად, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საქართველოს იურისდიქცია უნდა დამყარდეს. რეზოლუციაში რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება "არასამართლებრივად" არის შეფასებული. სეიმი ლიტვის პრეზიდენტსა და მთავრობას სთავაზობს, საგარეო პოლიტიკის საკითხების გადაჭრისას ამ რეზოლუციის პრინციპებით იხელმძღვანელოს.
XS
SM
MD
LG