Accessibility links

ისრაელი ღაზისაკენ მიმავალ ფლოტილიაზე მყოფი აქტივისტების დეპორტაციას ახორციელებს


ისრაელი დღეს შეუდგა ღაზის სექტორისაკენ მიმავალ ფლოტილიაზე მყოფი, ფლოტილიაზე ისრაელის რეიდის შემდეგ დაკავებული 700-მდე უცხოელი აქტივისტის დეპორტაციას. ისრაელის რეიდის შედეგად შვიდი აქტივისტი დაიღუპა. ფლოტილიას ჰუმანიტარული დახმარება მიჰქონდა ღაზის სექტორში, რომელიც ისრაელის მიერ გამოცხადებულ ბლოკადაშია მოქცეული. 400-ზე მეტი აქტივისტი, უმეტესწილად თურქეთის მოქალაქეები, ავტობუსებით ჩაიყვანეს ისრაელის საერთაშორისო აეროპორტში დღეს სამშობლოში გასამგზავრებლად. ისრაელის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, თურქი აქტივისტები გაფრინდებიან თვითმფრინავებით, რომლებიც თურქეთმა გააგზავნა მათს წასაყვანად. საბერძნეთმაც გააგზავნა თვითმრინავი თავისი მოქალაქეებისთვის. 124 აქტივისტი ათამდე მუსულმანური სახელმწიფოდან, რომლებსაც ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობა არა აქვთ, დღეს დილას იორდანიაში იქნა დაპორტირებული. იორდანიაში ჩასულების თქმით, ისრაელის მხარე მათ არ აძლევდა წყალს, საკვებს, აგრეთვე ძილის და ტუალეტით სარგებლობის საშუალებას.
XS
SM
MD
LG