Accessibility links

logo-print

ჩეხეთში სამი პარტია შეთანხმდა მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიციური მთავრობის შექმნაზე


ჩეხეთში სამი პარტია შეთანხმდა მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიციური მთავრობის შექმნაზე მას შემდეგ, რაც სოლიდური საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა გასული კვირის არჩევნების შედეგად. სამოქალაქო-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე პეტრ ნეჩასის განცხადებით, მისი პარტია, პარტია „ტოპ 09“ და საზოგადოებრივი საქმეების პარტია შექმნიან კოალიციას, რომელიც ნეჩასის თქმით, ფისკალური პასუხისმგებლობის მქონე და კანონის უზენაესობის პატივისმცემელი იქნება. კოალიციას 118 მანდატი აქვს ჩეხეთის რესპუბლიკის სულ 200-ადგილიან პარლამენტში. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი პრეზიდენტმა ვაცლავ კლაუსმა უნდა დაასახელოს.
XS
SM
MD
LG