Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სარაევოში ევროკავშირისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების კონფერენცია იმართება


დღეს სარაევოში იმართება ევროკავშირისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების წარმომადგენლების შეხვედრა, ადრე დაგეგმილზე უფრო დაბალ დონეზე, ორგანიზატორულ საკითხებთან დაკავშირებული უთანხმოების გამო. კონფერენცია, რომელზეც ევროკავშირში რეგიონის ინტეგრაციის პერსპექტივები უნდა განიხილონ, თავდაპირველად სამიტად იგეგმებოდა. მაგრამ ის არაოფიციალურ მოლაპარაკებად გადაკეთდა კოსოვოს საკითხზე სერბიის პოზიციის გამო. ბელგრადი უარს ამბობს კოსოვოს მიერ სერბიისაგან 2008 წელს, ცალმხრივი წესით გამოცხადებული დამოუკიდებლობის აღიარებაზე. სერბიის ლიდერები აცხადებენ, რომ არ მიუსხდებიან ოფიციალური მოლაპარაკებების მაგიდას კოსოვოს წარმომადგენლებთან ერთად. სარაევოში შეხვედრის შეცვლილი ფორმატის გამო, მასზე ოფიციალურ დეკლარაციას ვერ მიიღებენ. დღევანდელი კონფერენცია ე.წ. გიმნიხის ფორმულით იმართება, რაც ნიშნავს, რომ მონაწილეები წარმოდგენილი არიან მარტო თავიანთი სახელებით და გვარებით, მათს ქვეყანაზე ოფიციალური მითითების გარეშე.
XS
SM
MD
LG