Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატები გაზის ტრანზიტზე შეთანხმებისაკენ მოუწოდებს აზერბაიჯანსა და თურქეთს


შეერთებული შტატების ოფიციალურმა წარმომადგენელმა დღეს აზერბაიჯანსა და თურქეთს მოუწოდა, ხელი მოაწერონ შეთანხმებას ბუნებრივი აირის ტრანზიტის საკითხზე. ევრაზიის ენერგეტიკის საკითხებში შეერთებული შტატების საგანგებო წარმომადგენელ რიჩარდ მორნინგსტარის განცხადებით, ამ შეთანხმებას დიდი მნიშვნელობა აქვს ნდობის ხელშესაწყობად დასავლეთის გეგმისადმი, რომელიც გაზით მომარაგების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებას ითვალისწინებს. შეთანხმება უკვე ორი წელია მზადდება. მორნინგსტარის განცხადებით, რომელიც მან ბაქოში, ენერგეტიკის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე გააკეთა, საჭიროა ევროკავშირის სამხრეთის დერეფნის გეგმისადმი ნდობის გამყარება - ეს გეგმა კასპიის ბუნებრივი აირის ევროპაში ექსპორტს თურქეთის ტერიტორიაზე ტრანზიტით, ანუ რუსეთისთვის გვერდის ავლით ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG