Accessibility links

logo-print

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ამ პოსტიდან გადადგომის შესახებ გამოაცხადა


იაპონიის პრემიერ-მინისტრმა იუკიო ჰატოიამამ ამ პოსტიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. როგორც ჰატოიამამ დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, გადადგომას აპირებს იმის გამო, რომ ვერ შეასრულა საარჩევნო დაპირება კუნძულ ოკინავიდან შეერთებული შტატების სამხედრო ბაზის გაყვანის შესახებ. პრემიერ-მინისტრის პოსტზე რვა თვე მუშაობისას, პრემიერ-მინისტრზე იზრდებოდა საკუთარი პარტიის რიგებიდან ზეწოლა ივლისის არჩევნებამდე გადადგომის მოთხოვნით. მისი რეიტინგი მკვეთრად გაუარესდა ამერიკული სამხედრო ბაზის საკითხთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG