Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოკოითი უარყოფს პუტინთან პერსონალური საკითხის განხილვას


ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა უარყო რუსული პრესით გავრცელებული ინფორმაცია, რომ ამ კვირაში, მოსკოვში პრემიერ-მინისტრ პუტინთან შეხვედრისას პერსონალური საკითხი განიხილებოდა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ედუარდ კოკოითის და მისი დე ფაქტო მთავრობის პრემიერ-მინისტრის ვადიმ ბროვცევის კონფლიქტის გამო, პუტინმა მხარი ბროვცევს დაუჭირა, რამდენიმე რუსულმა გაზეთმა გაავრცელა. თავის მხრივ, კოკოითი სააგენტო ინტერფაქსთან დღევანდელ ინტერვიუში ირწმუნება, რომ რუსეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას მხოლოდ ეკონომიკის აღდგენისა და ამ მიზნით გაცილებით ეფექტური თანამშრომლობის საკითხები განიხილებოდა.
XS
SM
MD
LG