Accessibility links

logo-print

იაკობაშვილი ევროპელ და ამერიკელ ექსპერტებს ხვდება ბრიუსელში


რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ბრიუსელში იმყოფება. თემურ იაკობაშვილი ევროპელ და ამერიკელ ექსპერტებს ოკუპირებული ტერიტორიებისადმი სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის პროექტს გააცნობს. მინისტრის ინფორმაციით, გეგმა მზად ივნისის ბოლოს იქნება და მთავრობის მიერ დამტკიცების შემდეგ, დოკუმენტი ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, მათ შორის ნატოს წარედგინება. იაკობაშვილის განცხადებით, მსგავსი დოკუმენტები და კარგი არჩევნები საქართველოს ნატოსთან აახლოვებს.
XS
SM
MD
LG