Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ხელისუფლება მადლობას უხდის ლიტვის პარლამენტს რეზოლუციის მიღებისთვის


საქართველოს ხელისუფლებამ დღეს მადლობა გადაუხადა ლიტვის პარლამენტს, რომელმაც გასულ საღამოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია დაამტკიცა და რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება არასამართლებრივ მოქმედებად შეაფასა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადებით, უმნიშვნელოვანესია, რომ ევროკავშირის და ნატოს წევრი ლიტვის სეიმმა ტერმინი ოპკუპაცია სამართლებრივად დაამკვიდრა. ბაქრაძის თქმით, საქართველო განაგრძობს ძალისხმევას, რათა ეს ტერმინი სხვა სახელმწიფოების პარლამენტებმაც დააფიქსირონ, რაც იმას ნიშნავს, რომ საბოლოოდ რუსეთი იძულებული იქნება საქართველოდან გავიდეს, როგორც ეს თავის დროზე, აღმოსავლეთ ევროპის და ბალტიისპირეთის შემთხვევაში საბჭოთა კავშირმა გააკეთა.
XS
SM
MD
LG