Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეშტონის გადაწყვეტილების ექო სამხრეთ კავკასიასა და მოლდავეთში


ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი (მარჯვნივ) და ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე
ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი (მარჯვნივ) და ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე
ცნობამ, რომ ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერი კეტრინ ეშტონი აპირებს გააუქმოს სამხრეთ კავკასიასა და მოლდავეთში საგანგებო წარმომადგენლების პოსტები, დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ეს ინიციატივა პარასკევს, 28 მაისს, ევროკავშირის ელჩების შეხვედრაზე გააცნო დამსწრეთ კეტრინ ეშტონის პირველმა თანაშემწემ, ბრიტანელმა დიპლომატმა რობერტ კუპერმა. რას მოასწავებს ეს ინიციატივა სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენების ფონზე. ნიშნავს თუ არა იმას, რომ აღმოსავლეთის სამეზობლოში შესაძლოა შემცირდეს ევროკავშირის ჩართულობა. არის თუ არ ეს იმაზე მინიშნება, რომ მოლდავეთი და სამხრეთ კავკასია ევროკავშირისათვის ნაკლებად პრიორიტეტულნი ხდებიან. რა როლი აქვს ყველაფერ ამაში რუსეთს... და რამდენად რეალურია და მოსალოდნელი ამგვარი ცვლილებების განხორციელება. რადიო თავისუფლების სადისკუსიო მაგიდასთან ამ პრობლემებზე საუბრობენ: ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი და ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე.
XS
SM
MD
LG