Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოქვეყნდა არჩევნების წინასწარი შედეგები


ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თბილისის დროით საღამოს 8 საათზე საქართველოს მასშტაბით პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. სულ 3694 უბანია დათვლილი. პროპორციული სისტემით ნაციონალურ მოძრაობას ხმების 65.5% აქვს, ქრისტიან-დემოკრატიულ გაერთიანებას - 11.9 %, ”ალიანსს საქართველოსთვის” - 9.1 % ”ეროვნულ საბჭოს” - 6.9% და ”თოფაძე-მრეწველებს” - 4.2 %. კენჭისყრის შედეგები 5 უბანში გაუქმდა. საუბარია მცხეთაში, ლაგოდეხში, მესტიასა და საგარეჯოში მდებარე ცალკეულ უბნებზე.
XS
SM
MD
LG