Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ”ჯირღა” განახლდება თალიბანის თავდასხმის მიუხედავად


ავღანეთის დედაქალაქში 1600-მდე ტომის უხუცესი, რელიგიური ლიდერები და კანონმდებლები აპირებენ განაახლონ მოლაპარაკებები თალიბანთან და სხვა დაჯგუფებებთან კონსენსუსის მიღწევის მიზნით. შეკრების, ანუ ”ჯირღას” მეორე დღე იმართება სამ დღეში მას შემდეგ, რაც ქალის ტანსაცმელში გადაცმულმა თალიბანის მეომრებმა შეძლეს უსაფრთხოების ზონაში შეღწევა და შეხვედრის ადგილთან ახლოს ცეცხლის გახსნით შეაჩერეს ის. თავდამსხმელთაგან ორი მოკლეს, ერთი კი დააკავეს. თავდასხმას შეხვედრა არ ჩაუშლია და მონაწილეთაგან არავინ დაშავებულა. ”ჯირღაზე” ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ თალიბანს ბრძოლის შეწყვეტისა და ავღანეთის აღორძინებაში დახმარებისკენ მოუწოდა. თალიბანმა უარი თქვა ”ჯირღაში” მონაწილეობაზე, რადგან მას აშშ-ს მიერ მხარდაჭერილ ღონისძიებად თვლის.
XS
SM
MD
LG