Accessibility links

logo-print

რუსეთის ომბუდსმენმა შსს-თან თანამშრომლობის მემორანდუმის მოქმედება შეაჩერა


ადამიანის უფლებათა საკითხებში რუსეთის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა ვლადიმირ ლუკინმა შსს-თან თანამშრომლობის მემორანდუმის მოქმედება შეაჩერა. ეს გადაწყვეტილება ლუკინმა მოსკოვის მილიციის მიერ, 31 მაისს ოპოზიციის აქციის დარბევის გამო მიიღო. ვლადიმირ ლუკინის შეფასებით, მილიცია უხეშად და უკანონოდ მოქმედებდა მაშინ, როდესაც აქციის მონაწილეებს კანონი არ დაურღვევიათ. რუსეთის ომბუდსმენს უკვე მზად აქვს მოხსენება, რომელსაც პირველ ეტაპზე პრეზიდენტ მედვედევს წარუდგენს.
XS
SM
MD
LG