Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოჭის ოლიმპიადის ჩატარება ისევ კითხვის ნიშნის ქვეშაა


რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მონაცემებით, ზოგიერთი ბანდიტური დაჯგუფების მეთაურს სოჭის ოლიმპიადის ჩაშლა აქვს განზრახული. რუსეთის პარტნიორი ქვეყნების სპეცსამსახურების ხელმძღვანელთა სხდომაზე გამოსვლისას უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა განაცხადა, რომ ალ-ყაიდას მუქარის გამო, 2008 წელს დაკარის პრესტიჟული ავტორალი ჩაიშალა და სწორედ მსგავსი სცენარით მოქმედებას აპირებენ მეამბოხეთა ლიდერები 2014 წლის ოლიმპიადის წინ. ბორტნიკოვმა ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიოში ტერორიზმის საფრთხის გაზრდაა მოსალოდნელი და მისგან არცერთი ქვეყანა დაზღვეული არ არის. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორის განცხადებით, ტერორიზმთან წარმატებული ბრძოლა სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურების თანამშრომლობის დონეზეა დამოკიდებული.
XS
SM
MD
LG