Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთის შემდეგ პრეზიდენტი სააკაშვილი საფრანგეთში გაემგზავრება


საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, რომელსაც პრეზიდენტი სააკაშვილი ხელმძღვანელობს რუმინეთში ვიზიტს განაგრძობს. დღეს მიხეილ სააკაშვილი სენატის ორივე პალატის თავმჯდომარეებს და წევრებს შეხვდება. დღესვე ის გაემგზავრება ქალაქ კონსტანცაში, სადაც საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრისას კონკრეტული ეკონომიკური და ენერგეტიკული პროექტები განიხილება. რუმინეთში ვიზიტის დასრულების შემდეგ, პრეზიდენტი სააკაშვილი საფრანგეთში გაემგზავრება.
XS
SM
MD
LG