Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არველაძე: "იმედი" გაყიდვის არც საფუძველი და არც სურვილი არსებობს


ტელეკომპანია ”იმედის” ხელმძღვანელობა უარყოფს ქართული და რუსული საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ ცნობას იმის შესახებ, რომ ტელეარხის შეძენას და მის გენერალურ დირექტორად ჟურნალისტ ოქსანა ზინოვიევას დანიშვნას ერთ-ერთი უკრაინული კომპანია აპირებს. ”იმედის” მფლობელი "ჯორჯიან მედია ფროდაქშენ გრუპის" გენერალურმა დირექტორმა გიორგი არველაძემ სააგენტო ინტერპრესნიუსთან საუბრისას ტელეკომპანიის შესაძლო გაყიდვის ინფორმაციას სრული სიცრუე უწოდა. არველაძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაციის გამო, მისგან განმარტებას თავად ოქსანა ზინოვიევა ითხოვდა. გიორგი არველაძის თქმით, "იმედი" განვითარებას განაგრძობს და მისი გაყიდვის არც საფუძველი და არც სურვილი არსებობს.
XS
SM
MD
LG