Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში მიმდინარე „სამშვიდობო ჯირგაზე“ თალიბანთან შეთანხმების საკითხზე მსჯელობენ


ქაბულში მეორე დღეა გრძელდება ადგილობრივი ლიდერების ყრილობა - ე.წ. ჯირგა 1600-მდე დელეგატის მონაწილეობით, თალიბანის ხელმძღვანელებთან შესაძლო შერიგებაზე მოსალაპარაკებლად. დღეს დელეგატები 28 ჯგუფად განაწილდნენ და ერთმანეთს უზიარებენ მოსაზრებებს იმის თაობაზე, თუ როგორ მიაღწიოს პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის მთავრობამ თალიბანთან სამშვიდობო შეთანხმებას. გუშინ, სამშვიდობო ჯირგის პირველ დღეს, ბურკით, ანუ ქალის მოსასახამით, შემოსილმა სამმა თალიბმა შეძლო დაცვის ხაზის გარღვევა და დელეგატების შეკრების ადგილთან ახლოს იერიშის მოწყობა. გავრცელებული ინფორმაციით, დელეგატები არ დაშავებულან.
XS
SM
MD
LG