Accessibility links

ერდოანმა ისრაელი გააფრთხილა, რომ შესაძლოა თურქეთი, როგორც მეგობარი დაკარგოს


თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა დღეს ისრაელი გააფრთხილა, რომ დაკარგავს „რეგიონში უმნიშვნელოვანეს მეგობარს“, თუ „მენტალობას“ არ შეიცვლის. ანკარაში თურქ ბიზნესმენებთან შეხვედრაზე ერდოანმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთი „თვალს არ დახუჭავს“ ცხრა ადამიანის დაღუპვაზე, რაც ღაზის სექტორისაკენ მიმავალ ფლოტილიაზე ისრაელის რეიდს მოჰყვა. დაღუპულებიდან რვა - თურქეთის მოქალაქეა, ერთი კი წარმოშობით თურქი ამერიკელი. ამასობაში, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა უარყო მოწოდება, რეიდთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიების ჩატარების შესახებ. ლიბერმანის თქმით, ისრაელი თვითონ ჩაატარებს გამოძიებას.
XS
SM
MD
LG