Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში დაიწყო ექსპერიმენტი „მარსი 500“


მოსკოვში დაიწყო ექსპერიმენტი, რომელიც მარსზე კოსმოსური მისიის მოდელირებას ითვალისწინებს. ექვსი მოხალისე 520 დღეს დაჰყოფს კოსმოსური ხომალდის მოდელში. ექსპერიმენტის მონაწილეებს შორის რუსეთის, ჩინეთის, საფრანგეთის და იტალიის მოქალაქეები არიან. კოსმოსური ხომალდი მოსკოვში, სამედიცინო-ბიოლოგიურ პრობლემათა ინსტიტუტში ააგეს. აიგო ასევე მოდული მარსის ზედაპირის იმიტაციისთვის - ამ „ზედაპირზე“ გადავლენ ხოლმე ექსპერიმენტის, „მარსი 500“, მონაწილეები. გარე სამყაროსთან კავშირი ელექტრონული ფოსტით დამყარდება.
XS
SM
MD
LG