Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიის მმართველ პარტიას ახალი ლიდერი ჰყავს


იაპონიის მმართველმა ”დემოკრატიულმა პარტიაა” ნაოტო კანი ახალ ლიდერად დაასახელა. მისი კანდიდატურა იაპონიის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, პარლამენტში კი მმართველ პარტიას დიდი უმრავლესობა აქვს. წინა პრემიერ მინისტრი, იუკიო ჰატოიამა მოულოდნელად გადადგა ოთხშაბათს. ჰატოიამა იაპონელებს ოკინავას კუნძულიდან ამერიკული სამხედრო ბაზის გადატანას შეჰპირდა, თუმცა ვერ შესძლო ისეთი კომპრომისის მონახვა, რომელიც ამერიკელებსაც დააკმაყოფილებდა და ადგილობრივ მაცხოვრებლებსაც.

XS
SM
MD
LG