Accessibility links

CNN-ის გამოკითხვით ბარაკ ობამას რეიტინგი 48%-ია


აშშ-ის პრეზიდენტი თავის საქმეს განსაკუთრებულ პრივილეგიად აფასებს და ამჟამინდელი რეიტინგით კმაყოფილია. CNN-ის ცნობილ ტელეწამყვან ლარი კინგთან ინტერვიუში ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ მექსიკის ყურეში ნავთობის დაღვრით შექმნილი ვითარების, გლობალური საფრთხეების, ჩრდილოეთ კორეასა და ირანში არსებული მდგომარეობის და კონგრესში პოლიტიკურ ბატალიის მიუხედავად, საკუთარ სამუშაოს მსოფლიოში საუკეთესო საქმედ მიიჩნევს. პრეზიდენტ ობამას თქმით, განსაკუთრებული პრივილეგიაა, როდესაც დილით იღვიძებ და იცი, რომ ამერიკელ ხალხს ემსახურები და ცხოვრების გაუმჯობესების შესაძლებლობა გაქვს. CNN-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვით გამოვლენილ, თითქმის 48%-იან პირად რეიტინგს აშშ-ის პრეზიდენტმა კარგი შედეგი უწოდა.
XS
SM
MD
LG