Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორთვიანი წინასწარი პატიმრობა ნარკორეალიზატორებს


სპეცოპერაციის შედეგად საქართველოში დაკავებულ ხუთ ეჭვმიტანილს, რომლებსაც დიდი რაოდენობით ნარკოტიკების რეალიზაციაში ადანაშაულებენ, სასამართლომ დღეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

დანაშაულის საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში მათ სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ.

შეგახსენებთ, რომ ხუთი ეჭვმიტანილი, მათ შორის ერთი ქალი, სამართალდამცავებმა 2 ივნისს დააკავეს. შსს-ს ცნობით, ამ პირებს ჯართში დამალულ სამხრეთ ამერიკულ კოკაინს რეგულარულად უგზავნიდა საქართველოში დაბადებული ნუგზარ ბოჭორიშვილი, რომელიც საბერძნეთის მოქალაქეა და ამჟამად ესპანეთში ცხოვრობს. სამინისტროს ცნობითვე, ბოჭორიშვილს ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი შაქრო კალაშოვი მფარველობდა.
XS
SM
MD
LG