Accessibility links

logo-print

ბაღაფში: ბოლო ხანს მომხდარ ინციდენტებში ქართული კვალი აშკარად ჩანს


გალის რაიონში შექმნილი ვითარების გამო, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა საგანგებო სხდომა მოიწვია და ძალოვან სტრუქტურებს სიტუაციის სტაბილიზაციისთვის ერთობლივად მოქმედების გეგმის შემუშავება დაავალა. სერგეი ბაღაფშის შეფასებით, ბოლო ხანს მომხდარ ინციდენტებში ქართული კვალი აშკარად ჩანს. დე ფაქტო პრეზიდენტმა სოხუმის დელეგაციას დაავალა, რომ ეს საკითხი ჟენევაში 8 ივნისს დაგეგმილი დისკუსიის დროს მკაცრად დასვას. ”თუ ქართული მხარე დივერსიულ საქმიანობას არ შეწყვეტს, იძულებულნი ვიქნებით ადეკვატურ ზომებს მივმართოთ”, - განაცხადა ბაღაფშმა. მისივე თქმით, ტერაქტების ორგანიზატორებს უნდა ესმოდეთ, რომ ლოკალურმა დესტაბილიზაციამ შესაძლოა, კიდევ უფრო გაამწვავოს ვითარება რეგიონში, სადაც დევნილები დაბრუნდნენ. თავის მხრივ, აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა აცხადებს, რომ ოკუპირებულ გალის რაიონში ბოლო ხანს მომხდარი მკვლელობები აფხაზებისა და რუსი სამხედროების დაპირისპირების შედეგია და სრული ზეგავლენის მოსაპოველად ბრძოლას უკავშირდება.
XS
SM
MD
LG