Accessibility links

logo-print

ავღანეთში მშვიდობის ჯირგა კარზაის გეგმის მხარდაჭერით დასრულდა


ქაბულში დასრულდა სამდღიანი ჯირგა - მშვიდობიანი მოწესრიგების ასამბლეა - რომლის ბოლოსაც მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის წინადადებას თალიბანთან მშვიდობის დამყარების თაობაზე. ჯირგაში მონაწილეობა მთელი ქვეყნიდან დაახლოებით 1,600-მა ადამიანმა მიიღო, რომელთა შორისაც უხუცესები და სხვა გავლენიანი პირები იყვნენ. „მშვიდობის დამყარებას მთელი ძალით უნდა შევეცადოთო“, უთხრა ჟურნალისტებს ასამბლეის ხელმძღვანელის მოადგილემ, ყიამუდინ კაშაფმა. „სამშვიდობო ჯირგა“ კარზაიმ თავისი გეგმისთვის მხარდაჭერის მოსაპოვებლად მოიწვია. გეგმა ითვალისწინებს თალიბანის ჯარისკაცებისთვის ამნისტიის, ფულის და სამუშაო ადგილების შეთავაზებას - თალიბანის ლიდერებისთვის კი სხვა ქვეყნებში თავშესაფრის გამოყოფას. თავად თალიბანმა ჯირგას ბოიკოტი გამოუცხადა. ოთხშაბათს ასამბლეის სიახლოვეს თავდასხმა მოხდა, რომლის დროსაც 2 მეამბოხე მოკლეს, ერთი დააპატიმრეს.
XS
SM
MD
LG