Accessibility links

ჩრდილოეთ კავკასიაში ძალადობის შემთხვევები გრძელდება


ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში კვლავ არის ძალადობის შემთხვევები. დაღესტანში ერთ-ერთ მეჩეთზე თავდასხმა მოხდა, რომელსაც იმამი შეეწირა. ინგუშეთში აფეთქების მსხვერპლი კი პოლიციელი გახდა. დაღესტანში, მახაჩყალაში თავდასხმა უცნობმა შეიარაღებულმა პირმა მოახდინა - მან ცეცხლი გაუხსნა მეჩეთისკენ მიმავალ ხალხს, რასაც იმამის სიკვდილი და ერთი კაცის დაჭრა მოჰყვა. ინგუშეთში კი ბომბი სოფელ ტაღაფშის ერთ-ერთ მაღაზიაში აფეთქდა, რასაც პოლიციელი შეეწირა და 10-მე მეტი ადამიანი დაშავდა. კიდევ ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ახლოს მდებარე ქალაქ მალგობეკში, ერთ-ერთ ძეგლთან ახლოს იპოვეს. ადგილზე პოლიციელების მისვლის შემდეგ მათ ცეცხლი გაუსხნეს. თავდასხმელი საპასუხო სროლისას მოკლეს.
XS
SM
MD
LG