Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიის პრემიერ-მინისტრი ნაოტო კანი გახდა


იაპონიის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ნაოტო კანის კანდიდატურა დაამტკიცა. კანი აქამდე ფინანსთა მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის მოადგილის თანამდებობებზე მუშაობდა იუკიო ჰატოიამას მთავრობაში. ჰატოიამა გასულ კვირაში გადადგა რეიტინგის კლების ფონზე, მას შემდეგ რაც მან პოზიცია შეიცვალა ოკინავაში შეერთებული შტატების საჰაერო ბაზის დელიკატურ საკითხთან მიმართებით. მან პრემიერ-მინისტრად მხოლოდ 8 თვე იმუშავა.
XS
SM
MD
LG