Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთის პრეზიდენტმა მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიის ლიდერს დაავალა ახალი კოალიციური მთავრობის შექმნა


ჩეხეთის პრეზიდენტმა ვაცლავ კლაუსმა მემარჯვენე-ცენტრისტული სამოქალაქო-დემოკრატიული პარტიის ლიდერს, პეტრ ნეჩასს დაავალა ახალი კოალიციური მთავრობის შექმნა. გასული კვირის არჩევნების შედეგად, ნეჩასის პარტიას, ორ ახალ პარტიასთან -კონსერვატიულ ტოპ ნოლ ცხრასთან და ცენტრისტულ საზოგადო საქმეთა პარტიასთან ერთად, 118 ადგილი ერგო, სულ 200-ადგილიან პარლამენტში. სამმა პარტიამ ოთხშაბათს გააფორმა შეთანხმება მემარჯვენე-ცენტრისტული მმართველი კოალიციის შექმნის თაობაზე.
XS
SM
MD
LG