Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი გენერლის განცხადებით, ერაყიდან ჯარების გაყვანა გეგმისამებრ მიმდინარეობს


ერაყში აშშ-ის ჯარების სარდლის, გენერალ რეი ოდიერნოს განცხადებით, ერაყიდან აშშ-ის ჯარების გაყვანა გეგმის შესაბამისი განრიგით მიმდინარეობს. ოდიერნომ გამოთქვა რწმენა, რომ აგვისტომდე 50 000-მდე შემცირდება ამერიკელი ჯარისკაცების რიცხვი, რომელიც ამჟამად 88 000-ს შეადგენს. ამასთან, გენერალი არ მოელის ამერიკელი სამხედროების გაყვანის გამო ერაყში უსაფრთხოების გაუარესებას, რადგან ერაყის ჯარები, მისი თქმით, უკვე ასრულებენ ლიდერის როლს მთელი ქვეყნის მასშტაბით და ამერიკელი ჯარისკაცები მათ მარტო რჩევებს აძლევენ და ეხმარებიან. ოდიერნოს განცხადებით, ამერიკელმა და ერაყელმა ჯარისკაცებმა ბოლო სამი თვის მანძილზე ალ-ყაიდის 34 ლიდერი „შეიპყრეს, ან მოკლეს“, თუმცა, გენერლის თქმით, არის იმის ნიშნებიც რომ ალ-ყაიდა თავისი ძალების გადაჯგუფებას შეუდგა.
XS
SM
MD
LG