Accessibility links

ისრაელი იმუქრება, რომ ჯარისკაცებს გადასხამს ღაზისკენ ჰუმანიტარული დახმარებით მიმავალ გემზე


ისრაელი აცხადებს, რომ მისი ჯარისკაცები გადასხდებიან გემზე, რომელსაც ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება მიაქვს, თუკი ის გეზს არ შეიცვლის და სამხრეთ ისრაელის პორტში არ შევა. ისრაელის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლის, ავიტალ ლეიბოვიცის თქმით, ისრაელის სამხედრო ხომალდებმა, რომელთაც აღმოაჩინეს ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული გემი „რეიჩელ კორი“, მას შემდეგი შეტყობინება გაუგზავნეს: „ჩვენი ჯარიკაცები გადმოსხდებიან თქვენს ხომალდზე, თუკი უარს იტყვით კურსის შეცვლაზე... მზად ვართ, თავის დასაცავად ძალა გამოვიყენოთ.“ ისრაელმა გემს, რომელიც ღაზის სანაპიროდან 50 კილომეტრით არის დაშორებული, უბრძანა, ისრაელის ქალაქ აშდოდის ნავსადგურში შევიდეს. კერძო ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზატორებმა მანამდე თქვეს, რომ წინააღმდეგობას არ გაწევენ ისრაელთან რაიმე სახის დაპირისპირების შემთხვევაში.
XS
SM
MD
LG