Accessibility links

logo-print

მოსკოვი და ცხინვალი ორი გამშვები პუნქტის გახსნას გეგმავენ


ცხინვალის მედიაზე დაყრდნობით, "ინტერპრესნიუსი" იუწყება, რომ რუსეთი და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკა "სახელმწიფო საზღვარზე" ორი გამშვები პუნქტის გახსნას გეგმავენ. სააგენტოს ინფორმაციით, გამშვები პუნქტების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა ბრძანა. შეთანხმების პროექტი პრემიერს რუსეთის სახელმწიფო საზღვრის მოწყობის ფედერალურმა სააგენტომ წარუდგინა და იგი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტროსთან და სხვა დაინტერესებულ უწყებებთან არის შეთანხმებული.
XS
SM
MD
LG