Accessibility links

logo-print

გერმანია და რუსეთი გამოდიან წინადადებით, შეიქმნას უსაფრთხოების საკითხების რუსეთ-ევროკავშირის კომიტეტი


გერმანია და რუსეთი გამოდიან წინადადებით, შეიქმნას რუსეთ-ევროკავშირის ახალი კომიტეტი, რომელიც უსაფრთხოების საკითხებით იქნება დაკავებული და სამოქალაქო და სამხედრო კრიზისების მოგვარებას შეუწყობს ხელს. ბერლინის მახლობლად, მეზებერგის სასახლეში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ჟურნალსიტებთან შეხვედრაზე განაცხადეს, რომ ახალი ფორუმის პირველი ამოცანა შეიძლება იყოს დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოგვარება. მედვედევმა ირანთან დაკავშირებით თქვა, რომ სანქციების შესახებ შეთანხმება არსებობს, მაგრამ დასძინა, რომ არავის სურს სანქციები. მან იმედი გამოთქვა, რომ ირანი „ყურად იღებს საერთაშორისო თანამეგორობის ხმას.“
XS
SM
MD
LG