Accessibility links

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ღაზისკენ ჰუმანიტარული ტვირთით მიმავალი კიდევ ერთი გემი დააკავეს


ისრაელის შეიარაღებული ძალების ცნობით, მისმა ჯარისკაცებმა წინააღმდეგობის გარეშე დაიკავეს გემი, რომელსაც ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება მიჰქონდა, და ქალაქ აშდოდის პორტში წაიყვანეს ის. ისრაელის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლის, გენერალ-ლეიტენანტ ავიტალ ლეიბოვიცის თქმით, ისრაელის სპეცდანიშნულების რაზმების წარმომადგენლები აძვრნენ ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთულ გემ „რეიჩელ კორიზე“ და რამდენიმე წუთში დაამყარეს მასზე კონტროლი. მისი თქმით, გემის კაპიტანმა მასზე მყოფი თერთმეტი აქტივისტი და ეკიპაჟის ცხრა წევრი ერთად შეკრიბა გემბანზე, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული რაიმე ძალადობა. გემს ასობით ტონა ჰუმანიტარული ტვირთი მიჰქონდა ღაზის მოსახლეობისთვის იმ იმედით, რომ გაარღვევდა ანკლავისთვის ისრაელის მიერ დაწესებულ ემბარგოს. ორშაბათს ისრაელმა მსგავსი რეიდი განახორციელა ღაზისკენ ჰუმანიტარული მისიით მიმავალი ფლოტილიის წინააღმდეგ. ოპერაცია ძალადობაში გადაიზარდა და მას პალესტინელთა მხარდამჭერი ცხრა აქტივისტი ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG