Accessibility links

logo-print

ჩერქეზები რესპუბლიკის სტატუსის აღდგენას ითხოვენ


ჩერქეზების საგანგებო ყრილობაზე, რომელიც ყარაჩაი-ჩერქეზეთის დედაქალაქ ჩერკესკში გაიმართა, დელეგატებმა მიიღეს რეზოლუცია, რომელიც მოითხოვს რუსეთის ფედერაციაში ჩერქეზეთის ავტონომიის აღდგენას რესპუბლიკის სტატუსით. ყრილობაზე აგრეთვე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, შეიქმნას ეროვნებათაშორისი კომისია, რომელიც ავტონომიის აღდგენით იქნება დაკავებული. დელეგატებს გადაწყვეტილი აქვთ, თავიანთი მოთხოვნები წერილობით გაუგზავნონ რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს, პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინს და ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში პრეზიდენტის სრულუფლებიან წარმომადგენელს, ალექსანდრ ხლოპონინს.
XS
SM
MD
LG