Accessibility links

logo-print

პოლონეთი წყალდიდობის მეორე ტალღას განიცდის


პოლონეთი წყალდიდობის მეორე ტალღას განიცდის. ევაკუირებულია ათასობით ადამიანი, სტიქიური უბედურების წინააღმდეგ საბრძოლველად მობილიზებულია არმია. როგორც ჩვენი კორესპონდენტი იტყობინება, კვლავაც უმძიმესი ვითარებაა ცენტრალურ პოლონეთსა და კარპატისპირეთის სავოევოდოში. სპეციალისტების დაანგარიშებით, წყალდიდობით მიყენებული ზარალი დაახლოებით მილიარდნახევარ დოლარს აღწევს. სინოპტიკოსების თანახმად, ორი მზიანი დღის შემდეგ ორშაბათს საღამოს პოლონეთში კვლავ წვიმები დაიწყება.
XS
SM
MD
LG