Accessibility links

logo-print

გეიტსი: აშშ შეეცდება, ჩრდილოეთმა კორეამ გასუხი აგოს სამხრეთ კორეის კორვეტის დაღუპვისთვის


შეერებული შტატები შეეცდება, ჩრდილოეთმა კორეამ გასუხი აგოს მიმდინარე წლის მარტში სამხრეთ კორეის კორვეტის დაღუპვისთვის. ამის შესახებ სინგაპურში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეიტსმა. მისი თქმით, ვაშინგტონი მხარს უჭერს ამ ინციდენტთან დაკავშირებით სამხრეთ კორეის მიერ გაეროს უშიშროების საბჭოში შეტანილ მიმართვას. გეიტსმა თქვა, რომ ამერიკა ჩრდილოეთ კორეის მიმართ სხვა ზომებსაც განიხილავს, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, რა ზომებზეა საუბარი. სეული აცხადებს, რომ დამოუკიდებელი გამოძიებით დადგინდა, რომ მისი ხომალდი ჩრდილოეთ კორეის ტორპედომ ჩაძირა. ფხენიანი უარყოფს ყველა ბრალდებას.
XS
SM
MD
LG