Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამამ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელად დანიშნა ჯეიმს კლეპერი


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელად დანიშნა სამხედრო-საჰაერო ძალების გადამდგარი გენერალი ჯეიმს კლეპერი. ამის შესახებ პრეზიდენტმა შაბათს განაცხადა თეთრ სახლში გამოსვლისას. ახლა კლეპერის კანდიდატურა სენატმა უნდა დაამტკიცოს. ამერიკის დაზვერვის წინა ხელმძღვანელი დენის ბლერი მაისში გადადგა ობამას მიერ ადმინისტრაციაში განხორციელებული გადაჯგუფების შედეგად.
XS
SM
MD
LG