Accessibility links

ჟენევაში მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი გაიმართება


საქართველოს დელეგაცია შვეიცარიაში გაემგზავრა ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად. მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი 8 ივნისს გაიმართება. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გიგა ბოკერიას განცხადებით, მხარეები უსაფრთხოების ახალ მექანიზმზე იმსჯელებენ. მისი თქმით, ქართული მხარე ყველაზე მწვავედ კონფლიქტის ზონებში რუსი ოკუპანტების მხრიდან ადამიანის უფლებათა დარღვევის საკითხს დააყენებს და ფაქტებზე რეაგირებას მოითხოვს.
XS
SM
MD
LG