Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო ესპანეთისგან კალაშოვისა და ბოჭორიშვილის ექსტრადირებას ითხოვს


"ინტერპრესნიუსის" ცნობით, შაქრო კალაშოვისა და ნუგზარ ბოჭორიშვილის ექსტრადირების საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს სამართალდამცავები ესპანელ კოლეგებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. დელეგაცია შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების მოადგილეების ხელმძღვანელობით მადრიდში იმყოფება. საქართველოს მხარე ესპანეთის სამართალდამცავებს ნარკომაფიის წევრების დანაშაულის დამამტკიცებელ დამატებით დეტალებს აცნობს.
XS
SM
MD
LG